მთავარი

ქალთა უფლებები ნიშნავს, რომ ყველა ქალს და გოგოს უნდა ჰქონდეს თავისუფლება და თანასწორობა, როგორც კაცებს. ეს უფლებები მოიცავს განათლებას, მუშაობას, უსაფრთხო ცხოვრებას, პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობას და საკუთარი სხეულის კონტროლს. ეს არ არის პრივილეგია, არამედ ყველა ადამიანის ბუნებრივი უფლება. ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო ბევრი წლის წინ, როდესაც ქალებს არ ჰქონდათ ხმის უფლება, ვერ ისწავლიდნენ ან მუშაობდნენ ისეთივე პირობებით, როგორც კაცები. მე-19 და მე-20 საუკუნეებში ქალებმა მთელი მსოფლიოში დაიწყეს აქტიური ბრძოლა, რათა მოეპოვებინათ თანასწორი უფლებები და თავისუფლება. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სწავლა, ხმა არჩევნებში და სამსახური. ეს მოძრაობები დაედო საფუძვლად დღეს არსებულ ქალთა უფლებებს და თანასწორობის პრინციპს. დღევანდელ რეალობაში ქალთა უფლებები ხშირად ირღვევა. გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაცია ბევრ ქალს ზღუდავს სრულყოფილად საკუთარი უფლებე ბის გამოყენებაში. ქალებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის ხმა მისცენ და იყვნენ ...